თუკი გაინტერესებთ, რატომ აქვს ნაკლები ნახვა თქვენს „ინსტაგრამის“ პოსტებს, გამოჩნდა ახალი ინსტრუმენტი, რომელიც დაგეხმარებათ ამის გარკვევაში.
„ინსტაგრამის“ ხელმძღვანელმა, ადამ მოსერმა ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც ამის შესახებ საუბრობს. ახალი ინსტრუმენტი აპლიკაციის არსებული „ანგარიშის სტატუსის“ ფუნქციების გაძლიერებას მოიცავს. ახალი ინსტრუმენტებით, ჩვენ გვექნება უფრო მეტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება „კულისებში“.
მოსერის თქმით, გაუსაჯაროებელი წესების დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი მთელი ანგარიშის შენელება. თქვენი კონტენტი მხოლოდ მათთვის გამოჩნდება, ვინც ინსტაგრამზე მოგყვებათ.
საკუთარი ანგარიშის შესამოწმებლად, გადადით პარამეტრების მენიუში „ინსტაგრამის“ აპში და აირჩიეთ ანგარიში, შემდეგ ანგარიშის სტატუსი. აქ ნახავთ ყველა პოსტის შეჯამებას, რომელიც მიჩნეულია, რომ არღვევს ინსტაგრამის მითითებებს და მოგეცემათ შესაძლებლობა, იმოქმედოთ პრობლემის გადასაჭრელად.