LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაინტერესებთ რამდენს გამოიმუშავებს მერაია ქერი სიმღერით „All I Want for Christmas Is You“?

218
page

გადის წლები და მერაია ქერის საკულტო საშობაო ჰიტი, All I Want for Christmas Is You აქტუალურობას არ კარგავს და ყოველი წლის დეკემბრიდან მსოფლიო ჩარტების მოწინავე პოზიციებს იპყრობს.

მერაია ქერის საკულტო კომპოზიცია All I Want for Christmas Is You კვლავ რეკორდსმენია

მერაია ქერის All I Want for Christmas Is You კვლავ ჩარტების ლიდერი გახდა

ალბათ გაინტერესებთ, რამდენს გამოიმუშავებს ქერი კომპოზიციით. Luminate-ის მიხედვით, 2021 წელს სიმღერის მსმენელთა რაოდენობამ აშშ-ში 1.7 მილიარდს გადააჭარბა. ქერიმ და მისმა ლეიბლმა, Sony Music-მა სიმღერით $1.3 მილიონი გამოიმუშავეს. მისმა გაყიდვებმა მომღერალს გასულ წელს დამატებით $378,000-ის შემოსავალი მოუტანა. არტისტმა 2021 წელს გლობალური შემოსავლებიდან და ჰონორარებიდან $6.16 მილიონის გამომუშავება შეძლო. „ბილბორდის“ შეფასებით მერაიას ჰონორარი 1.55 მილიონი აშშ დოლარია, „სონის“ კი – 2.95 მილიონი აშშ დოლარი.

შეგახსენებთ, სიმღერა 1994 წელს გამოვიდა. ნამუშევარი ამავე წელს გავრცელებულ, რიგით მეოთხე სტუდიურ ალბომში, Merry Christmas-ია  წარმოდგენილი.

ფრენკ სინატრა, მერაია ქერი, ელა ფიცჯერალდი და სხვები – ყველაზე პოპულარული საშობაო და საახალწლო სიმღერები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები