“ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა. პარტიის წევრმა ჩიორა თაქთაქიშვილმა შედეგის შესახებ „ფეისბუქზე“ დაწერა :
„25/24 . 1-მა თავი შეიკავა. გაიმარჯვა მიშას გუნდმა.“
შესაბამისად,მოქმედი პარტიის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის მომხრეთა მოთხოვნით, პარტია მრავალრიცხოვან ყრილობას ჩაატარებს.
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ პოლიტსაბჭოს სხდომა 3 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა.