LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უცებ საუბარი შეწყვიტა და ატირდა: მთელი ცხოვრება დედა მენატრებაო – ჟურნალისტი ანანიაშვილის ცხოვრებაზე წერს

2593
ananiashvili-ninooo2

მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ ნინო ანანიაშვილი რუსეთში, ნოვოსიბირსკის საბალეტო დასს უხელმძღვანელებდა, საზოგადოებამ პრიმა-ბალერინა ქვეყნის მოღალატედ გამოაცხადა. 

ცოტახნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა პოსტი, რომელშიც ჟურნალისტი ნანა ახობაძე ცნობილ პრიმა-ბალერინასთან ემოციურ ინტერვიუს იხსენებს.

“ნინო ანანიაშვილს ერთხელ შევხვდი ინტერვიუსთვის. ახალი დაბრუნებული იყო საქართველოში. გაიხსენა, 12 წლის ბავშვი როგორ წაიყვანეს და დატოვეს მოსკოვში, როგორ უჭირდა უცხო გარემოსთან შეგუება, როგორ ენატრებოდა დედა… უცებ საუბარი შეწყვიტა და ატირდა: “მთელი ცხოვრება დედა მენატრებაო.” ერთი წელი იყო გასული დედამისის გარდაცვალებიდან. იმ წუთებში ძალიან ჰგავდა 12 წლის ნინოს – დედისგან მოწყვეტილ, პატარა, დაბნეულ გოგოს.

არ მიკითხავს, ეს მონატრება დააკომპენსირა თუ არა როდესმე სცენაზე განცდილმა ბედნიერებამ, აპლოდისმენტებმა, იმან, რასაც ზოგადად, წარმატებას ვეძახით.

არც ფსიქოლოგი ვარ, რომ ვიცოდე, მონატრების განუწყვეტელი შეგრძნება უტოლდება თუ არა ღრმა ტრავმას, რომელიც, თავის მხრივ, შესაძლოა, იწვევდეს დეზორიენტაციას არჩევანში, გადაწყვეტილებაში…

ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცი, ისაა, რომ იშვიათი გულწრფელობის მომსწრე გავხდი მაშინ და დღემდე  ანანიაშვილის ხსენებაზე იმ გულამომჯდარი კადრით მიდგას თვალწინ..

მისი ნაჩუქარი ეს პუანტები ჩემს კედელზე  ჰკიდია. ეს “სურათი” ჩემთვის არც პრიმაბალერინას  სახსოვარია და არც ბალეტისადმი გასაკუთრებული სიყვარულის გამოხატულება: იმ 12 წლის სიფრიფანა გოგოს ავტოგრაფია, რომელსაც მთელი ცხოვრება ენატრებოდა დედა”,- წერს ნანა ახობაძე სოციალურ ქსელში.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები