T-Studio-მ გარემოს დაცვაზე და ჯანმრთელობაზე ახალი კლიპი გადაიღო. კლიპში ჩანს როგორც დანაგვიანებული გარემო, ასევე ბორჯომის ცეცხლმოკიდებული ტყე.
ვიდეორგოლის მთავარი გმირი პატარა ბიჭია, რომელიც პირველივე კადრში, ჯერ კიდევ გაუშლელ ყვავილს ანადგურებს.
კლიპი არასამთავრობო ორგანიზაცია “ორქისის” მხარდაჭერითაა გადაღებული.