LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გაიგზავნოს EU-ში ერთობლივი მიმართვა“ – თუ პოლიტპატიმრების გათავისუფლება მოხდება, ეს იქნება არგუმენტი, რომ უარი არ გვითხრან: გიორგი მარგველაშვილი

393
გიორგი მარგველაშვილი

დღეს, 20 ივნისს პარლამენტის შენობის წინ, აქცია „შინ ევროპისკენ“ უნდა გაიმართოს, სადაც საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ინიციატივას გაახმოვანებს.

მარგველაშვილის განმარტებით, თუ რამდენიმე დღეში პოლიტპატიმრების გათავისუფლება მოხდება, ეს იქნება სერიოზული არგუმენტი ევროპელი პარტნიორებისთვის, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით უარი არ გვითხრან.

მარგველაშვილის თქმით, „საქართველოსთვის ახლა გადამწყვეტი მომენტია და რუსეთის გავლენის გაღმა უნდა დარჩეს“.

პოლარიზაციის გაზრდის მიზანს ემსახურება ხვალინდელი თავყრილობა – შალვა პაპუაშვილი

მათ გეგმებსა და მოქმედებებში ევროპული არაფერი არ არის: ირაკლი ჩიქოვანი 20 ივნისს დაგეგმილ აქციაზე

„მნიშვნელოვანია, რომ ძალიან ბევრი ხალხი იყოს, იმიტომ, რომ ნათლად უნდა გამოჩნდეს – ჩვენ, მიუხედავად პარტიული ან პოლიტიკური შეხედულებებისა, ვართ ადამიანები, რომლებსაც გვინდა თავისუფალ ერთა სივრცეში ცხოვრება. მივმართავ ყველა უმაღლესი თანამდებობის პირს, პრეზიდენტებს, პარლამენტის თავმჯდომარეებს, მოვაწეროთ ხელი. მოთხოვნები გასაგებია, მაგრამ ჯერ კანდიდატობა და მერე მოთხოვნები, რატომ?! იმიტომ რომ ახლა არის ძალიან გადამწყვეტი მომენტი ჩვენი რეგიონის ისტორიაში, საქართველო რუსეთის გავლენის გაღმა უნდა დარჩეს. თუ პოლიტპატიმრების გათავისუფლება მოხდება ამ რამდენიმე დღეში, ეს სერიოზული არგუმენტი იქნება ჩვენი პარტნიორებისთვის ევროპაში, რომ უარი ვერ გვითხრან“, – ამბობს გიორგი მარგველაშვილი.

სტუდენტებო, წინ ევროპისკენ! გენაცვალეთ: ლადო აფხაზავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები