LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაიდაი: ლუჰანსკის ოლქის დასახლებული პუნქტი ბელოგოროვკა მთლიანად უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშაა

52
გაიდაი ლუგანსკიზე

„ლუჰანსკის ოლქის დასახლებული პუნქტი ბელოგოროვკა მთლიანად უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშაა“, – ამის შესახებ ინფორმაციას ლუჰანსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი ავრცელებს და დასძენს, რომ ოლქის გათავისუფლება მარტივი არ იქნება:

„ჩვენ ყველანი მოთმინებით უნდა ვიყოთ ლუჰანსკის ოლქის მასშტაბური დეოკუპაციის მოლოდინში. ეს პროცესი ბევრად უფრო რთული იქნება, ვიდრე ხარკოვის ოლქში.

ლუჰანსკის ოლქის ყოველი სანტიმეტრისთვის მძიმე ბრძოლა იქნება. მეტოქე თავდაცვისთვის ემზადება, ამიტომ „აღლუმით“ ვერ შევალთ“, – ნათქვამია გაიდაის განცხადებაში.

გუბერნატორი ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები მზად არიან, სამუშაოს განახლებისთვის ყოველ გათავისუფლებულ დასახლებულ პუნქტში.

„ხალხი ჩვენ გველოდება. ჩვენ ვემზადებით. უკრაინის ხელისუფლება დაუყოვნებლივ დაიწყებს მუშაობას დეოკუპირებულ თემებში. დრო და მოთმინება. თვალი ადევნეთ ოფიციალურ ინფორმაციას.“ – დასძინა გაიდაიმ.

რუსებმა ოკუპირებული დონეცკი დაბომბეს – დაღუპულია 13 ადამიანი

ენერგოატომი: სამხრეთში, ატომური ელექტროსადგურის მახლობლად რუსული რაკეტა ჩამოვარდა

ზელენსკი: ალბათ, ვინმეს ეჩვენება, რომ გამარჯვებების სერიის შემდეგ დროებით ჩავწყნარდით, მაგრამ ეს არის მომზადება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები