საკულტო სერიალის, „სექსი დიდ ქალაქში“ მეორე ნაწილის „აი ასე უბრალოდ“ მეორე სეზონის გადაღებები უკვე დაწყებულია. ამის შესახებ სარა ჯესიკა პარკერმა „ინსტაგრამის“ საშუალებით გაავრცელა. მალევე გადასაღები მოედნიდან პირველი კადრებიც გამოქვეყნდა.
სიურპრიზი, აი ასე უბრალოდ! – სარა ჯესიკა პარკერი ფოტოს ავრცელებს
ამჯერად ქერის ჟოლოსფერი კაბა აცვია, მასთან ერთად კი ახალი, საოცრად სიმპათიური და წარმოსადეგი მამაკაცი დგას, როგორც ჩანს, ის ბრედშოუს ახალი გულისსწორია.
ცნობისთვის ამ ეტაპზე ნიუ-იორკის ქუჩებში 201 -ე ეპიზოდს იღებენ. მეორე სეზონის პრემიერა 2023 წლის დასაწყისშია დაგეგმილი.