LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაიცანით, ქართველი კიბერ-მეცნიერი, რომლის ნაშრომი გერმანიის ნაციონალური ბიბლიოთეკის საცავში შეიტანეს

3218
79388477-2643067222449762-3160066713957957632-n

33 წლის ქართველი კიბერ-მეცნიერის ნაშრომმა საერთაშორიო აღიარება მოიპოვა. ირაკლი ქარდავას ერთ-ერთი ბოლოდროინდელი ნაშრომი, რომელიც გერმანიის ქალაქ ზაარბრიუკენში გამოქვეყნდა, ამავე ქალაქში არსებულმა სამეცნიერო გამომცემლობამ, გერმანიის ნაციონალური ბიბლიოთეკის ბაზის საცავში შეიტანა.

“მონოგრაფი ეხებოდა ადამიანის ტვინის ნეირონულ ქსელებსა და ხელოვნურ ნეირონულ ქსელებს შორის ელექტროენცოფალოგრამების გამოყენებით ორმხრივი “დიალოგის” გამართვას. ამ მიმართულებით მანამდეც არსებოდა შედეგები, მაგრამ ჩვენ შევეცადეთ არსებული სტატიკის დინამიკაში გადატანას და დამატებით თვითგანვითარებადი სემანტიკის ცნების ჩაშენებას,”- ამბობს ირაკლი ქარდავა.

ამჟამინდელი საქმიანობის, სხვა მიღწევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ქართველი კიბერ-მეცნიერი “ფორტუნას” ესაუბრა.

საქართველოში მიღებული განათლებითა და პოლონეთის ნანობიო მედიცინის ლაბორატორიაში დაგროვილი გამოცდილებით, ირაკლი ქარდავა ახალ აღმოჩენებზე აქტიურად მუშაობს და ცოდნას, რა თქმა უნდა, სტუდენტებსაც უზიარებს.

“სადოქტორო პროგრამის არსებითი ნაწილი პოლონეთში დავამუშავე. ამის შემდეგ მომანიჭეს კომპიუტერულ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი საქართველოში. სხვადასხვა დროს ვიყავი მოწვეული ასოც. პროფესორი და შემდემომ აფილირებული ას. პროფესორი.

უცხოეთში მოღვაწეობისას ძირითადად ვაწარმოებდით კვლევებს პარამაგნეტიკური რეზონანსის სპექტროსკომის მიერ მოწოდებული ნედლეული ინფორმაციისგან სამგანზომილებიანი გამოსახულების კონსტრუირებაზე. ამ საქმიანობის დონორი ორგანიზაცია იყო ევროკავშირი.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანი მიდგომები შევიმუშავეთ ადამიანის ტვინსა და ხელოვნურ ინტელექტს შორის ელექტრო იმპულსების გამოყენებით ორმხრივი “დიალოგის” გასამართად. ამჟამად ვმუშაობ ინფორმაციის დაშიფვრის ახლებური მექანიზმების შემუშავებაზე”

ყველაზე დიდი მიღწევა…

ამ ეტაპზე შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ყველაზე საინტერესო მიღწევაა დასწავლის პროცესის ავტომატიზება კომპიუტერული მხედველობისთვის, რომელიც ითვალისწინებს უცნობი ობიექტის დამოუკიდებელ სეგმენტაციას, კლასიფიკაციას და მათ შესწავლას ხელოვნური ნეირონული ქსელების მიერ.ამ თემის პრეზენტაცია მოვახდინეთ ლონდონში ერთერთ სიმპოზიუმზე და საკმაოდ დადებითი გამოხმაურება მოყვა.

როგორც ირაკლიმ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, სამომავლო გეგმები კვლავ საერთაშორისო თანამშრომლობებს უკავშირდება, თუმცა…

“აქვე ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ არასდროს გავცდები ვაჟა ფშაველას “კოსმოპოლიტიზმის და პატრიოტიზმის” არსის საზღვრებს”

როგორ წარმოგიდგენიათ მეცნიერების დონის განვითარება საქართველოში … 

ამ საკითხში არ ვარ სპეციალისტი, ამიტომ ზუსტ სტრატეგიას მე ვერ მოგახსენებთ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად დადებითი ტენდენციებისა, მაინც არის საჭირო განათლების სისტემის ფუნდამენტური მოდერნიზება.

აუცილებელია მეცნიერება იწყებოდეს სკოლიდან და ხდებოდეს მისი პოპულარიზაცია ახალგაზრდებთან უფრო მარტივი ენით.

რჩევები მათ, ვისაც ცხოვრებაში წარმატების მიღწევა სურს…

არ ვიქნები განსხვავებული და ვიტყვი, რომ წარმატების მიღწევის აუცილებელი ფორმულაა თავდაუზოგავი შრომა, შემოქმედებითობა და ინდივიდუალური მიდგომა თითოეული საკითხის მიმართ.

ახალგაზრდებს ვთხოვ, რომ ქვეყანაში არსებული ვითარება კარგად შეაფასონ და მარტივად შეამჩნევენ, თუ რამდენად სასიცოცხლო მნიშვნელობის მატარებელია განათლებული საზოგადოება მომავალი საქართველოსთვის.

მეცნიერება პირდაპირ დამოკიდებულია თავდაცვასთან, ეკონომიკასთან…

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები