სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ საზოგადოებას კიდევ ერთ ახალ ქართულ ბრენდს აცნობს. SIDE I SIZE მეგობრების მიერ შექმნილი, ფერადი აქსესუარების ბრენდია, რომელიც 2018 წელს დაარსდა.
აღსანიშნავია, რომ SIDE I SIZE-ის აქსესუარები ხელნაკეთია. ბრენდისთვის დამახასიათებელი ნიშანი სიმარტივეა, მაგრამ ამავდროულად ის არის თვალისმომჭრელი და ძალიან ტრენდული.
ცნობისთვის, SIDE I SIZE აწარმოებს: ხელნაკეთ ფეცსაცმელს, ჩანთებს, შარფებს, რომლებსაც ნებისმიერი გემოვნების ადამიანი მოირგებს.
SIDE I SIZE-ის ყველა პროდუქტი ფერადოვნებით გამოირჩევა.