Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
გაიცანით 5 წლის მათე, რომელიც ჩვენი დაცული ტერიტორიების ყველაზე ნორჩი რეინჯერია – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაიცანით 5 წლის მათე, რომელიც ჩვენი დაცული ტერიტორიების ყველაზე ნორჩი რეინჯერია

111
ipiccy-image

დაცული ტერიტორიების მეგობრები კარგად იცნობენ საქართველოს დაცული ტერიტორიების ყველაზე ნორჩ რეინჯერს – 5 წლის მათე გიორგაძეს.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, მათე 3 წლის იყო, როდესაც მამას პირველად გაყვა ტყეში და იმ დღესვე გადაწყვიტა მამასავით რეინჯერი გამხდარიყო. ჭოგრიტით ყურებისას შველი, ტურა და გარეული კატა რომ დაინახა, მისი სიყვარული ბუნების მიმართ კიდევ უფრო გამძაფრდა და დღეს, ალგეთის ეროვნულ პარკში მოგზაურობისას, მათეს როცა შეხვდებით, ის გაგეცნობათ და სიამაყით გეტყვით, რომ მისი მამა რეინჯერია და თვითონაც რეინჯერი უნდა გამოვიდეს. საუბრისას მათე აუცილებლად გაგაფრთხილებთ, რომ ბუნებას უნდა მოვუაროთ და გარემო არ უნდა დავანაგვიანოთ.

ცნობისთვის, ალგეთის ეროვნული პარკი ზ.დ-დან 1100-1950 მ-ის სიმაღლეზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს და მდინარე ალგეთის ხეობის თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ ნაწილის სამხრეთ ფერდობებს მოიცავს. ეროვნული პარკის მთავარი შესასვლელი მანგლისის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძართან მდებარეობს. აქედანვე იწყება ტურისტული ბილიკი ,,სამეფო ქედი“. მარშრუტი დაბა მანგლისიდან საპიკნიკე ადგილის მიმართულებით, მართალხევის გავლით სოფ. დიდ ნამტვრიანამდე მიდის და სამეფო ქედით, უკან, მანგლისში ბრუნდება. ბილიკზე არსებული გადმოსახედებიდან არაჩვეულებრივად მოჩანს ალგეთის ეროვნული პარკის ხეობა და შერეული ტყით დაფარული მთაგორიანი ხედები.

ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციში შესაძლებელია როგორც გიდის, ასევე ცხენების დაქირავება და ეროვნული პარკის სრულყოფილად დათვალიერება. პარკი ვიზიტორებისთვის ღიაა წელიწადის ნებისმიერ დროს. თუმცა, გადაადგილება დროებით შეიძლება შეიზღუდოს ზამთარის უამინდობის განმავლობაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები