LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველო ზამთრის საოცრებათა ქვეყანა“ – CNN ჩვენზე სტატიათა ციკლს აქვეყნებს

138
Bakhmaro

გაიცანი საქართველოს ტრადიციები, ტურისტული ადგილები და ხალხი“ — საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ CNN-სტატიათა ციკლს აქვეყნებს.

„საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ეკოლოგიურად მრავალფეროვანი ქვეყანაა“; „ქართული ღვინო და სტუმართმოყვარეობა“; „იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები, მღვიმეები, ვენახები და გამაჯანსაღებელი კურორტები-გზამკვლევი იმერეთში“; „საქართველოს საოცარი ქვეყანა, გრძელი დღესასწაულები და ჯადოსნური ზამთარი“; „საქართველო ზამთრის საოცრებათა ქვეყანა“, – ამ სახელწოდებით სტატიები CNN-ზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში ვრცელდება.თითოეულ სტატიას CNN-ზე ერთი  სლოგანი აერთიანებს – “დაგეგმე მოგზაურობა საქართველოში“.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ზამთრის მარკეტინგული კამპანია მსოფლიოს უდიდეს მედია და სამოგზაურო პლატფორმებს მოიცავს, როგორებიცაა: Conde Nast Traveler Global, Conde Nast Traveler Middle East, Time Out Magazine Middle East, Wego, CNN, National Geographic, Expedia, Vogue. კამპანიის ფარგლებში CNN- ზე გადის საქართველოს ზამთრის კურორტების ამსახველი ვიდეორგოლიც.

კამპანია მიმდინარეობს საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ისრაელში, პოლონეთში, ესტონეთში, ლიეტუვაში, ლატვიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, აშშ-ში. კამპანია ნოემბერში დაიწყო და იანვრის ბოლომდე გაგრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები