LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაიცანი საქართველოს ფარგლებში გურიაში მედია-ტური გაიმართა

898
3

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში პრეს-ტური გაიმართა.

ტურის ფარგლებში მედიის წარმომადგენლები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მარიამ ქვრივიშვილთან ერთად სოფელ ბახვში, წითელმთაში, ანასეულსა და გურიანთაში ადგილობრივების ოჯახებს ესტუმრნენ, დაათვალიერეს ბიომეურნეობები, დააგემოვნეს ჩაი, დაესწრნენ და მონაწილეობა მიიღეს ჩაის კრეფის და გადამუშავების პროცესში, ეწვივნენ არყისა და ჩაის საწარმოს.
გურიის ტურის ფარგლებში სხვა და სხვა მედიასაშუალებების 30-მდე წარმომადგენელი ოზურგეთში, ქართული ჩაის პირველ ფესტივალს დაესწრო. ფესტივალი მუნიციპალური პროექტის “გურიის ჩაის გზა“ ფარგლებში ჩატარდა, რომლის ორგანიზატორი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების მხარდაჭერით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია იყო. ფესტივალი ადგილობრივი ქართული ჩაის პოპულარიზაციას და ტურიზმის განვითარებას ისახავს მიზნად. ღონისძიებაში მონაწილეობა ქართული ჩაის ოცამდე მწარმოებელმა მიიღო როგორც გურიის, ასევე საქართველოს სხვა რეგიონიდან. ადგილობრივმა ჩაის მწარმოებლემბა აღნიშნეს, რომ ქართული ნატურალური ჩაი მოწონებით სარგებლობს როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ მომხმარებლებში, თავისი ხარისხითა და ფასით ის კონკურენტუნარიანია, მთავარი, რასაც დღეისათვის ქართული ჩაი საჭიროებს ეს კიდევ უფრო მეტი ცნობადობა და პოპულარიზაციაა. პროექტს ”გურიის ჩაის გზა” პოპულარიზაციაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ეხმარება.

გურია რეკრეაციული ზონების და პარკების სიმრავლით გამოირჩევა, მედიის წარმომადგენლებმა ტურის ფარგლებში შეკვეთილში მდებარე მუსიკოსების და მინიატურების პარკები მოინახულეს, დაათვალიერეს შეკვეთილსა და ურეკს შორის მდებარე 4 ჰექტარზე მოწყობილი, ორ იარუსიანი წვერმაღალას ტყე-პარკი, სადაც უწინ ჭაობი იყო დღეს კი კეთილმოწყობილი რეკრეაციული ზონაა. პარკში გიგანტური ჭაობის კვიპაროსები, ტიტა, ქაფურისხე, ევკალიპტები, ბამბუკების ხეივანი, ხელოვნური ტბა, კედარის ჯიშის ხეები, ტირიფები და მანდარინის ბაღი დაგხვდებათ, პარკიდან იშლება ულამაზესი ზღვის პეიზაჟი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, რომ წლიდან წლამდე გურიის მიმართულებით ტურისტების სტატისტიკა მზარდია – ”გურიაში რამდენიმე ტურისტულად გამოკვეთილი პროდუქტი გვაქვს და ჩვენ ბოლო ორი დღის განმავლობაში რამდენიმე ადგილი მოვინახულეთ, ვეწვიეთ საოჯახო სასტუმროებსა და ჩაის მეურნეობებს, ასევე დავათვალიერეთ წვერმაღალას ტყე-პარკი, მუსიკოსების და მინიატურების პარკი, სადაც ერთ ადგილას თავმოყრილია მთელი ქვეყნის ღირსშესანიშნაობები, რომელიც როგორც შიდა ასევე საერთაშორისო ვიზიტორთა მოწონებას იმსახურებს.“

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კამპანია #გაიცანისაქართველოს 2015 წლიდან ატარებს, პროექტის ძირითადი მიზანი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა და შიდა ტურიზმის პოპულარიზაციაა.

#გაიცანისაქართველო #გურიისჩაისგზა #ტურიზმისეროვნულიადმინისტრაცია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები