LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაიაფდება თუ არა ზეთი – როგორია პროგნოზი

82
ზეთი

„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც ზეთის ფასი საკმაოდ შემცირდა, არის წინაპირობა, რომ უფრო გაიაფდეს.

როგორც მან აღნიშნა, ფასის შემცირებას მათ შორის განაპირობებს ის ფაქტიც, რომ ზეთზე მცურავი ბაჟი შესაძლოა განულდეს.

„ზეთი საკმაოდ გაიაფდა. ეს იმიტომ მოხდა, რომ დიდი მოსავალია, მათ შორის, რუსეთში. მცურავი ბაჟი იყო შემოღებული, როგორც ხორბალსა და სხვა კულტურებზე, ახლა კი მიმდინარეობს მსჯელობა და შესაძლოა, მცურავი ბაჟი ზეთზე გაანულონ. შედეგად, კიდევ უფრო აქტიურად გაიაფდება ზეთი, ამის წინაპირობები არის“,- აღნიშნავს სილაგავა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.