LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაგრილების სისტემა მხოლოდ მიკროავტობუსების 20%–შია ჩართული

161

თბილისის მერის დავალებით, ტრანსპორტის სამსახურის მობილურმა ჯგუფებმა მიკროავტობუსებში კონდიცირების მონიტორინგის მიზნით, უკვე 35 მარშრუტი შეამოწმეს.

ამ ეტაპზე გამოვლენილია, რომ გაგრილების სისტემები ჩართულია მიკროავტობუსების 20%-ში.

მერიის მონიტორინგის ჯგუფები კომპანიას რეაგირებისთვის გადასცემენ იმ მიკროავტობუსების სიას, რომლებსაც მგზავრების გადაყვანისას კონდიციონერები გამორთული ექნებათ. კომპანია თბილისის მერიასთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს.

როგორც “ფორტუნას” ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში განუცხადეს, ისინი კომპანიის მხრიდან გარკვეული სანქციების გატარებას ელოდებიან და იმედოვნებენ, რომ კონდინციონერი ყველა სამარშუტო ტაქსში იქნება ჩართული.

მერიის სატრანსპორტო სამსახურში ასევე განმარტავენ, რომ მათი მიზანი არა მძღოლების დასჯა, არამედ მგზავრობისთვის კომფორტული გარემოს შექმნაა.

შეგახსენებთ, რომ 1–ელი ივლისიდან, სამარშუტო ტაქსების მძღოლს, მარშუტკებში გაგრილების სისტემის ჩართვა ევალებათ. “თბილისის მიკროავტობუსის” ცნობით, სამი გაფრთხილების შემდეგ, მძღოლები, რომლებიც კონდინციონერს არ ჩართავენ დაჯარიმდებიან.