LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაღიზიანებულმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელებთან დაკავშირებულ ბრძანებას ხელი მოაწერა

131
33634781-H26307711-720x445

აშშ-ის პრეზიდენტის “გაღიზიანება” სოციალურ ქსელს “ძვირად” დაუჯდა. დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელებთან დაკავშირებულ ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა. ის აცხადებს, რომ ეს არის ნაბიჯი „დაიცვას თავისუფალი სიტყვა ერთ-ერთი სერიოზული საფრთხისგან”. ტრამპის განმარტებით, სოციალური მედიის კომპანიების უფლებამოსილება უკონტროლოა.

”ჩვენ დღეს აქ ვართ, რომ დავიცვათ თავისუფალი სიტყვა ერთ-ერთი უდიდესი საფრთხისგან. სოციალური მედიის მონოპოლების მცირე ნაწილი აკონტროლებს შეერთებული შტატების ყველა საჯარო და კერძო კომუნიკაციის დიდ ნაწილს. მათ უკონტროლო შესაძლებლობა აქვთ ცენზურის, შეზღუდვის, რედაქტირების, დამალვის კუთხით“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა ბრძანებაზე ხელმოწერის დროს.

აშშ პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ აღმასრულებელ განკარგულებაში აღნიშნულია, რომ სოციალური მედიის კომპანიებმა, როგორიცაა „ფეისბუქი“ და „ტვიტერი“, უარი უნდა თქვან კანონისგან იურიდიულ იმუნიტეტზე, თუკი თავიანთ პლატფორმებზე მომხმარებელთა შინაარსს შეცვლიან. ტრამპი ამტკიცებს, რომ მისი „ტვიტერზე” ფაქტების შემოწმება კომპანიის „რედაქტორულ გადაწყვეტილებებს“ ნიშნავს და ეს პოლიტიკური აქტივიზმის მსგავსია. ტრამპი აცხადებს, რომ  სოციალური მედიის კომპანიების რეგულირებას აშშ-ს გენერალური პროკურორი, უილიამ ბარი დააკვირდება.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპის სოციალური ქსელებით გაღიზიანება „ტვიტერის“ მიერ მისი პოსტისთვის ბმულის დამატებამ გამოიწვია. კონკრეტულად კი „ტვიტერმა“ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ორმა პოსტმა, სადაც ფოსტის საშუალებით ხმის მიცემაზე იყო საუბარი, შესაძლოა, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს, ამიტომ მათ ორივე პოსტი გამაფრთხილებელი ნიშნებით მოინიშნეს, რაც ინფორმაციის არასარწმუნოებაზე მიუთითებდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები