LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაფიცვა ხარაგაულში – მშენებარე გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულები გვირაბის დაკეტვას გეგმავენ

95

ხარაგაულში, სოფელ ბეჟათუბანში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულები ჩინური კომპანიისგან უსაფრთხოების ნორმების დაცვას და სახელფასო დავალიანების დაფარვას ითხოვენ.

გაფიცულები დღეს საქართველოს რკინიგზის და ჩინური კომპანიის წარმომადგენლებს ელოდებიან.

თუ შეთანხმება არ მოხერხდა და მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, გაფიცულები მშენებარე გვირაბის დაკეტვას გეგმავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები