LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გაფიცულები ერთ დღეში სამუშაო პროცესს შეუერთდებიან” – “საირმე მინერალ ვოთერსმა” თანამშრომლებთან შეთანხმებას მიაღწია

116
საირმე (2)

კომპანია “საირმე მინერალ ვოთერსმა” გაფიცულ თანამშრომლებთან შეთანხმებას მიაღწია. ინფორმაცია ამის შესახებ მინერალური წყლის მწარმოებელი კომპანიის ოფიციალურ გვერდზეა განთავსებული. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მოლაპარაკებების პროცესში მნიშვნელოვანი როლი საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციამ და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ შეასრულა.

“შეთანხმება მიღწეულია. შპს “საირმე მინერალ ვოთერს”-ის მიერ, GDBA – საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის მხარდაჭერით, მიღწეულ იქნა შეთანხმება გაფიცულ თანამშრომლებთან, რომლებიც ერთ დღეში სამუშაო პროცესს შეუერთდებიან.

"მზად ვართ ნებისმიერი ღია კონსტრუქციული წინადადებების მისაღებად და კომუნიკაციის გასაგრძელებლად" - "საირმე მინერალ ვოთერსი" გაფიცულებს პასუხობს

კომპანიის დირექტორის მოადგილის თქმით, 62 დასაქმებულიდან 27 ადამიანია გაფიცული. კასრაძე იმედს გამოთქვამს, რომ პროცესი მალე დასრულდება.

ხანგრძლივი მოლაპარაკებების ფარგლებში გამოიკვეთა მხარეთათვის აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხები, წარდგენილ იქნა პოზიციები და წინადადებები არსებული საკითხების გადაჭრის შესაძლებლობებზე. მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობდა ა(ა)იპ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მხარეთა მოლაპარაკების პროცესში.

მხარეები შეთანხმდნენ ყველა პრინციპულად მნიშვნელოვან საკითხზე, წარდგენილი წინადადება და შეთანხმების პირობები წარმოადგენდა სრულიად მისაღებს გაფიცული თანამშრომლებისთვის და იმ მიზნისთვის, რომ კომპანიას მაქსიმალური დატვირთვით გაეგრძელებინა მუშაობა”, – აღნიშნულია “საირმე მინერალ ვოთერსის” ოფიციალურ განცხადებაში.

“საირმე მინერალ ვოთერსის” ქარხნის თანამშრომლები თვეზე მეტი იყვნენ გაფიცულები და დამსაქმებლისგან რამდენიმე მოთხოვნის შესრულებას ითხოვდნენ. მედიაციის პროცესისა და რამდენიმეეტაპიანი მოლაპარაკებების შედეგად მხარეებმა გუშინ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები