მიმდინარე კვირის მთავარი მუსიკალური სიახლე გახლდათ Spice Girls-ის ოფიციალური განცხადება, რომლის თანახმადაც გოგონების პოპულარული ჯგუფი, სრული შემადგენლობით, მსოფლიო ტურნეს იწყებს. 50 მილიონად შეფასებულ ტურნეში გოგონები ერთად გაემგზავრებიან. ეს გადაწყვეტილება ჯგუფის წევრებმა შეხვედრის შემდეგ გაავრცელეს, რომელსაც ყველა წამყვანი მედიასაშუალება აშუქებდა. საიდუმლო შეხვედრაზე მთავარი მოლაპარაკებები ვიქტორია ბექჰემთან მიმდინარეობდა, რომელიც ამ დრომდე სიმღერაზე უარს ამბობდა. მოგვიანებით კი ცნობილმა დიზაინერმა გოგონებთან ერთად გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში თავადვე განათავსა.
Love my girls!!! So many kisses!!! X Exciting x #friendshipneverends #girlpower
A post shared by Victoria Beckham (@victoriabeckham) on
ცნობილი ხდება, რომ გოგონების ტურნეს მათი ძველი პროდიუსერი, საიმონ ფულერი უხელმძღვანელებს და თითოეული ჯგუფის წევრი ტურნედან 10 მილიონს მიიღებს. დღესვე ცნობილი ხდება ისიც, რომ 43 წლის ვიქტორია ბექჰემი, 45 წლის ჯერი ჰოლიველი, 42 წლის ემა ბანტონი, 44 წლის მელანი ჩისჰოლმი და 42 წლის მელანი ბრაუნი პირველ ერთობლივ წარმოდგენას პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილში გამართავენ. 2012 წლის შემდეგ გოგონების ერთად ხილვა პირველად სწორედ სამეფო ქორწილში იქნება შესაძლებელი.