„სასაცილოა, „ქართული ოცნება“ ვიღაცის გამჭვირვალეობაზე რომ ლაპარაკობს“ – ამის გამოეხმაურა მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირებას.
„ძალიან საწყენია, როდესაც ახლა ასეთ რაღაცას აკეთებენ. მაშინ როცა ჩვენმა ბიჭებმა შემართებით ითამაშეს და წინ ასეთი სანერვიულო გვაქვს, გვინდა, ვუგულშემატკივროთ და ახლა ასეთ კანონპროექტს აინიცირებენ.
გაერთიანებული საქართველო მათთვის [ქართული ოცნებისთვის] ეტყობა ძალიან მტკივნეული იყო, სხვანაირად გაუგებარია სამ თუ ოთხ დღეში ამის გაკეთება. სასაცილოა, „ქართული ოცნება“ ვიღაცის გამჭვირვალეობაზე რომ ლაპარაკობს“ , – ამბობს ნანკა კალატოზიშვილი „მთავარ არხთან“ საუბრისას.
ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი პარლამენტში ოფიციალურად ინიცირებულია.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი “გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა – კერძოდ კი, 20%-ზე მეტი – უცხოეთიდან არის მიღებული.
კანონპროექტი თავისი შინაარსით გასულ წელს ინიცირებული და შემდგომში “ჩაგდებული“ პროექტის ანალოგიურია. პროექტის მიხედვით, ყველა, ვინც “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა.
@tvmtavari "გაერთიანებული საქართველო ეტყობა "ოცნებისთვის" ძალიან მტკივნეული იყო… უხერხული და სასაცილოა, როცა "ოცნება" ვიღაცის გამჭვირვალეობაზე ლაპარაკობს" | ნანკა კალატოზიშვილი რუსულ კანონზე #მთავარი #მთავარიარხი #mtavariarkhi #mtavari #foryou #foryoupage #fyp #4u ♬ original sound – Mtavari.tv