LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაერთიანებული ოპოზიცია კვირას რუსთაველზე საპროტესტო აქციას გამართავს

vashadzegrigol345

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ კვირას რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას გამართავს. აღნიშნულის შესახებ განცხადება გაერთიანების საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა.

მისი თქმით, ეს არის ერთ-ერთი გზა, რომ ხელისუფლებამ გაიგოს საზოგადოების ხმა. ვაშაძის შეფასებით, საქართველოს არ ჰყავს პრეზიდენტი და გუშინ საქართველოში არჩევნები არ ჩატარებულა.

როგორც ვაშაძემ სიტყვით გამოსვილისას აღნიშნა, კვირას დაგეგმილი აქცია მშვიდობიანი იქნება. მისი თქმით, ის არ ცნობს არჩევნების ლეგიტიმაციას და მოითხოვს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებსაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები