LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით, „კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს“ გადაცემის ცერემონია გაიმართება

127
Untitled design

12 ოქტომბერს, 18:30 -21:30 საათზე, რუსთაველის თეატრში, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით, „კორპორაციული მდგრადობის ჯილდო 2023 – ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ ცერემონია საქართველოში მეექვსედ გაიმართება.

ნომინაციები გაეროს მიერ 2015 წელს მიღებული „მდგრადი განვითარების მიზნების“ მიხედვით შეირჩა. წელს, პირველად, შემოსული განაცხადების განხილვა ორ – მსხვილი ბიზნესისა და მცირე და საშუალო ბიზნესის კატეგორიაში მოხდა. ხოლო განაცხადები ქართველი და უცხოელი წევრებისგან შემდგარმა ჟიურიმ შეაფასა.

გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდებიან:

  • SDG4 – ხარისხიანი განათლება
  • SDG7 – ხელმისაწვდომი და სუფთა ენერგია
  • SDG17 – პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის
  • SDG8 – ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა
  • SDG10 – შემცირებული უთანასწორობა
  • SDG12 – მდგრადი მოხმარება და წარმოება

ცერემონიას მისასალმებელი სიტყვით USAID-ის მისიის დირექტორი, ჯონ პენელი და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი და საქართველოში შვედეთის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, ერიკ ილესი გახსნიან.

გამარჯვებულებს დააჯილდოებენ რინა კალიურანდი – ესტონეთის ელჩი საქართველოში, ანდრიუს კალინდრა – ლიეტუვის ელჩი საქართველოში, ალკის დრაკინოსი – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონული დირექტორი კავკასიაში, მელინე არაკელიანი – ნიდერლანდების ელჩი საქართველოში, სტეფან სირბუ – საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე, იულია შელჰაასი – ეუთოს სპეციალური წარმომადგენლის ოფისის უფროსი მრჩეველი და ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინატორი, თამარ ალადაშვილი – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი, ანდერს ტრელბორგი – დანიის საელჩოს საქართველოში მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, ოლე ლუნდ ჰანსენი – გაეროს გლობალური შეთანხმების გლობალური ოპერაციების ხელმძღვანელი, ანიტა ლებიარი – გაეროს გლობალური შეთანხმების ახლო აღმოსავლეთის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ხელმძღვანელი, სტივ კენზი – გაეროს გლობალური შეთანხმების დიდი ბრიტანეთის ქსელის აღმასრულებელი დირექტორი და კრისტინა სანჩესი – გაეროს გლობალური შეთანხმების ესპანეთის ქსელის აღმასრულებელი დირექტორი.

უკვე მეოთხედ, მიმდინარე წელსაც, კორპორაციული მდგრადობის თემაზე მომზადებული საუკეთესო სატელევიზიო-რადიო სიუჟეტისა და ბეჭდური – ციფრული სტატიისთვის, დაჯილდოვდებიან მედიის წარმომადგენლებიც.

ცერემონაზე, ჯილდო გადაეცემათ გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის SDG პიონერებსაც.

ღონისძიებას კონკურსში მონაწილე კომპანიების, დიპლომატიური კორპუსის, გაეროს გლობალური შეთანხმების სათავო ოფისისა და ევროპის ადგილობრივი ქსელების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვადასხვა უწყებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.

კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს ცერემონია გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ შვედეთის მთავრობის, USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამისა და ევროპის საბჭოს ოფისის მხარდაჭერით გაიმართება.