LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაერომ მარია შარაპოვასთან თანამშრომლობა შეწყვიტა

53

დოპინგის სკანდალის შემდეგ, ლეგენდარულმა რუსმა ჩოგბურთელმა, მარია შარაპოვამ თითქმის ყველა ბიზნეს-პატრნიორი დაკარგა, ამჯერად კი საერთაშორისო ორგანიზაიციის ჯერი დადგა. მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის სპორტსმენს მადლობა გადაუხადა გაერომ, თუმცა არსებული სკანდალის შემდეგ, გადაწყვიტა გამოძიების დასრულებამდე შარაპოვასთან კონტრაქტი გააუქმოს.

შეგახსენებთ, რომ მარიასთან უკვე გაწყვიტეს ურთიერთობა ისეთმა მსხვილმა ბრენდებმა, როგორებიც არის Porsche და Nike.

შეგახსენებთ, რომ სკანდალი სპორტსმენის გარშემო ცოტა ხნის წინ დაიწყო, როდესაც მან დოპინგ-ტესტი ვერ გაიარა. როგორც გაირკვა, წლების განმავლობაში ჩოგბურთელი აკრძალულ პრეპარატს, მელდონიუმს იღებდა, რომელსაც მას პირადი ექიმი უწერდა. 2016 წლის 1 იანვრიდან კი აღნიშნული წამალი დოპინგ-პრეპარატების სიაში შეიყვანეს.  თავად მარია აცხადებს, რომ ამ ყველაფრის შესახებ ინფორმირებული არ იყო და იმედოვნებს, რომ სიმართლე მალე გაირკვევა და ის სპორტში დაბრუნდება. გამოძიება გრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები