LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაერო ანომალიური ამინდების შესახებ გვაფრთხილებს

1073
130898

წყალდიდობები, ხანძრები, გვალვები – გაერო მოსალოდნელი ანომალიური ამინდების შესახებ გვაფრთხილებს. როგორც ირკვევა, ექსტრემალური ბუნებრივი მოვლენები წელსაც განმეორდება.

”სამწუხაროდ, ჩვენ ველოდებით ძალიან ექსტრემალურ ამინდს მთელი 2020 წლის განმავლობაში და მომდევნო ათწლეულების განმავლობაში”- აცხადებენ სპეციალისტები.

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია, რომელიც თავის დასკვნებს საერთაშორისო მონაცემთა ანალიზის საფუძველზე დებს, ამბობს, რომ 2020 წელი ყველაზე ცხელი იქნება ბოლო ათწლეულის მანძილზე.

საერთაშორისო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის კვლევების მიხედვით, მიზეზი გლობალური დათბობაა. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ოკეანეში წყლის საშუალო ტემპერატურამ მოიმატა, რამაც ყინულების გალღვობა გამოიწვია.

წელს კლიმატის ცვლილება დედამიწის სხვადასხვა ნაწილში განსხვავებულ ანომალიურ ამინდს გამოიწვევს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები