LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაეცანით: ყველა წესი, რომელსაც საქართველოში საჰაერო გზით შემომსვლელი დაექვემდებარება

93
920x920

ეკონომიკის სამინისტრო საზოგადოებას იმ გამარტივებულ წესებსა და პირობებს აცნობს, რომლებსაც 1-ელი თებერვლიდან, საქართველოში საჰაერო გზით შემომსვლელი უცხო ქვეყნის მოქალაქეები დაექვემდებარებიან.

„ევროკავშირის, ისრაელის, შვეიცარიის, ნორვეგიის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს, საუდის არაბეთის, კატარის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ბაჰრეინის სამეფოს მოქალაქე/ბინადრობის (ცხოვრების) უფლების მქონე პირები:

✅ავსებენ ელექტრონულ ფორმას მითითებულ ბმულზე: https://bit.ly/3cyqqG9

✅ავტომატურად იღებენ პასუხს რომ შეუძლიათ საქართველოში შემოსვლა ვალიდური 72 სთ. იანი  PCR ტესტით

✅შემოდიან საქართველოში

✅შემოსვლიდან მე-3 დღეს თვითონ იტარებენ PCR ტესტს

ეს წესი მოქმედებს ზემოთ აღნიშნული  ქვეყნის მოქალაქეებზე/ბინადრობის უფლების მქონე პირებზე, რომლებიც მოდიან რომელიმე ამ ქვეყნიდან, თუნდაც ტრანზიტით, რაც სხვა ქვეყანაში გადაჯდომით ჩამოსვლას გულისხმობს. გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამ პირებს აქვთ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში მოგზაურობის ისტორია და ექვემდებარებიან 12 დღით საკარანტინე სივრცეში გადასვლას“, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, 1-ელი თებერვლიდან, საქართველოში საჰაერო გზით შემომსვლელი როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთის რეჟიმი შემსუბუქდა. ეპიდემიოლოგიური რისკების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე მოქმედი რეჟიმი შენარჩუნდება სახმელეთო საზღვრებთან მიმართებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები