LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაძლიერება აუცილებელია: ტორპედოს რთული მეტოქე შეხვდა

87

შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას ოფისში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრა დასრულდა. ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ჩემპიონი ქუთაისის “ტორპედო” მოლდოვას “შერიფს” დაუპირისპირდება.

კენჭისყრის დაწყებამდე, “ტორპედოს” სავარაუდო მეტოქეთა რიცხვი ხუთამდე შემცირდა. ქართულ გუნდის შესაძლო მოწინააღმდეგეთა შორის იყვნენ განთესილი (ანუ კარგი რეიტინგის მქონე) კლუბები – კვიპროსის “აპოელი”, აზერბაიჯანის “ყარაბაღი”, მოლდოვას “შერიფი”, უელსის “ნიუ საინთსი” და უნგრეთის “ვიდეოტონი”. თავად “ტორპედო“ კი განუთესავი (ანუ ცუდი რეიტინგის მქონე) იყო.

საბოლოოდ, ქუთაისელებს სავარაუდო მეტოქეთა შორის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მეტოქე შეხვდა. პირველი მატჩი 10 ივლისს ქუთაისში გაიმართება, ხოლო განმეორებითი – 17 ივლისს ტირასპოლში.

„სავარაუდო მეტოქეებიდან სუსტი მხოლოდ “ნიუ საინთსი” იყო, ყველა დანარჩენი სოლიდური მეტოქე გახლდათ, მათ შორის “შერიფი”. ეს გუნდი შარშან ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზეც გავიდა და ჯგუფში, სადაც მოსკოვის “ლოკომოტივი” და “კოპენჰაგენი” გამოდიოდნენ, ცხრა ქულა დააგროვა. ეს იოლი საქმე ნამდვილად არ იყო. გუნდში 15 ლეგიონერი ჰყავთ და ახლა მოლდოვას ჩემპიონატში ლიდერობს. ყველაფერი ორი მატჩის ჯამში გადაწყდება. პირველი თამაში ქუთაისშია და ვეცდებით, დადებით შედეგს მივაღწიოთ. მატჩამდე მცირე დროა და გაძლიერება აუცილებელია და ამას შევეცდებით. ევროტურნირებზე საქართველოს წარმოვადგენთ და ყველამ ჩვენი მაქსიმუმი უნდა გავიღოთ, ეს ბარიერი რომ გადავლახოთ“, – ამბობს ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი კახა ჩხეტიანი.

დანარჩენი წყვილები:

“შკენდია” (მაკედონია) – “ნიუ საინთსი” (უელსი)
“სუდუვა” (ლიეტუვა) – “აპოელი” (კვიპროსი)
“ოლიმპია” (სლოვენია) – “ყარაბახი” (აზერბაიჯანი)
“დუდელანჟი” (ლუქსემბურგი) – “ვიდეოტონი” (უნგრეთი)
“სანტა კოლომნა” (ანდორა)/ “დრიტა” (კოსოვო) წყვილში გამარჯვებული – “მალმიო” (შვედეთი)
“ჰელსინკი” (ფინეთი) – “ვიკინგური” (ფარერები)
“ლუდოგორეცი” (ბულგარეთი) – “კრუზეიდერსი” (ჩრდ. ირლანდია)
“კორკ სიტი” (ირლანდია) – “ლეგია” (პოლონეთი)
“ვალერი” (ისლანდია) – “როსენბორგი” (ნორვეგია)
“კუკეში” (ალბანეთი) – “ვალეტა” (მალტა)
“ფლორა” (ესტონეთი) – “ბერ-შევა” (ისრაელი)
“სპარტაკი” (ლატვია) – “ცრვენა ზვეზდა” (სერბეთი)
“ალაშკერტი” (სომხეთი) – “სელტიკი” (შოტლანდია)
“სპარტაკი” (სლოვაკეთი) – “ზრინსკი” (ბოსნია)
“ასტანა” (ყაზახეთი) – “სუტესკა” (ჩერნოგორია)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები