სათაფლიაზე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა განახლდა – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო განაგრძობს ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობას.
სააგენტოში აქტიურად ემზადებიან ზაფხულის ეკოტურისტული სეზონისთვის. რეაბილიტაცია ჩაუტარდა სათაფლიას აღკვეთილის ეკოტურისტულ ინფრასტრუქტურას.
სათაფლიას აღკვეთილში მოეწყო სათამაშო მოედანი, მღვიმეში დამონტაჟდა განათების ახალი სისტემა, რესტავრაცია ჩაუტარდა პანორამულ გადმოსახედს, საიდანაც მთელ იმერეთზე იშლება ხედი. ასევე ტერიტორიაზე დაინერგა ელექტრონული ბილეთების გაყიდვის სისტემა.
შეგახსენებთ, სათაფლიის აღკვეთილი საქართველოს დაცული ტერიტორიების გამორჩეული ძეგლია, სადაც დინოზავრის ნაკვალევი აღმოჩენილი. 2018 წელს სათაფლიას 81 500 ვიზიტორი ესტუმრა.