LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადელია: ორკაციან მაგიდაზე სადილობა ხინკლით, ლუდის წრუპვით და საუბრის თანხლებით არის ომიკრონისთვის 100%-იანი გადამდები კონტაქტი, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე!

1271
Untitled design (99)

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ხელმძღვანელი, დავით გადელია კიდევ ერთხელ განმარტავს, რატომ არის აუცილებელი რეგულაციების დაცვა და ვაქცინაცია.

„ძალიან იცავს!

ეპიდემიოლოგიაში ყოველ წვრილმანს და დეტალს აქვს მნიშვნელობა: ორკაციან მაგიდაზე სადილობა ხინკლით (ანუ, საერთო ლანგრიდან გადასაღები საკვები), ლუდის წრუპვით და საუბრის თანხლებით არის ომიკრონისთვის 100%-იანი გადამდები კონტაქტი, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე!

დაავადებული წინა დღის გატესტილი იყო (უარყოფითი), ხოლო ერთობლივი სადილიდან მეორე დღეს უკვე სიმპტომები გაუჩნდა და ახალმა ტესტმაც დადებითი აჩვენა – ანუ, კონტაქტის დროს, ვირუსის გავრცელების მხრივ, მაქსიმალურად სახიფათო.

ჩემმა ბუსტერმა ასეთ სიტუაციაშიც გაქაჩა, თუმცა გადარჩენის შანსი, ასეთი კონტაქტისას, აცრის იმედად 30-40% -ზე მეტი მაინც არაა… ცოტა კიდეც დამწყდა გული- ორგანიზმი ვირუსთან საბრძოლველად მზად მქონდა, თუმცა მაინც ჯობია, რომ არ დამემართა!?

წუხელ გავიტესტე – უარყოფითი და არც არაფერი მაწუხებს”, – წერს დავით გადელია სოციალურ ქსელში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები