LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადაწყვეტილება მიღებულია: Lufthansa თბილისი-მიუნხენს შორის კვირაში 2 სიხშირით იფრენს

141
28403

საქართველოს მთავრობამ 9 ივლისს სხდომაზე დაამტკიცა ცვლილება მთავრობის # 322 დადგენილებაში „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“. ცვლილება, რომელიც შეეხებოდა პირდაპირი რეგულარული საერთაშორისო რეისის აღდგენას თბილისსა და მიუნხენს შორის, ინიცირებული იქნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ.

თბილისსა და მიუნხენს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აგვისტოდან აღდგება: რიგის რეისიც გადაწყვეტილია

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ლევან კარანაძის განცხადებით, სააგენტომ გერმანულ ავიაკომპანია „ლუფტჰანზასთან“ უკვე გამართა კონსულტაციები, რომლის თანახმადაც ავიაკომპანიამ გამოთქვა მზაობა, ყველაზე გვიან აგვისტოში დაიწყოს რეგულარული ფრენები თბილისსა და მიუნჰენს შორის, თავდაპირველად კვირაში ორი რეისის სიხშირით.

„საქართველოს მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო შეძლებს, უკვე ფორმალურადაც აცნობოს ავიაკომპანია „ლუფტჰანზას“ „ნოტამ“-ში ცვლილების შეტანის შესახებ“, – განაცხადა ლევან კარანაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები