LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადაწყდება, სად ვიცხოვრებ, “კურორტზე” თუ… – რას წერდა “ბახალა” დაკავებამდე

47

მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი, რომელიც ცოტა ხნის წინ, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, სასამართოს დარბაზშივე დააკავეს, გუშინ სოციალურ ქსელში ამ საკითხთან დაკავშირებით წერდა.

ის დაინტერესებულ პირებს სხდომაზე მოსვლისკენ მოუწოდებდა.

“მეგობრებო, 23 იანვარს, 14:30 სთზე, საქალაქო სასამართლოში ჩემი ბოლო სიტყვით სრულდება ეს საგიჟეთი და საბოლოო განაჩები დგება, ანუ ხვალ დაჩაქუჩდება და გადაწყდება, სად ვიცხოვრებ უახლოესი რამოდენიმე წელი, ქალაქგარეთ “კურორტზე”, თუ ქალაქის ამ გაუვალ ბეტონის ჯუნგლებში თქვენთან ერთად ვაგრძელებ ბრძოლას. ვისაც გაინტერესებთ და გეცლებათ, მოდით, კარს ღიას დავტოვებ, არ მოგერიდოთ,”  – წერდა გიორგი გიორგანაშვილი დაკავებამდე ერთი დღით ადრე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები