ჩემპიონთა ლიგას დიდი ცვლილებები ელოდება. უეფამ სისტემა VAR შემოღება დაანონსა. ვიდეოგამეორება 2019/20 წლების სეზონიდან დაინერგება.
ასეთი გადაწყვეტილება შვეიცარიის ნიონში გამართულ სხდომაზე მიიღეს. ვიდეოგამეორების სისტემა ასევე იმოქმედებს 2019 წლის უეფას სუპერთასზე, ევრო-2020-ის ფინალში, ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე (2020/21) და ერთა ლიგის ფინალში.
უეფას ხელმძღვანელობამ პოზიტიურად შეაფასა თანამედროვე ტექნოლოგიის მუშაობა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე.
ადრე იტყობინებოდნენ, რომ ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე VAR-ს უკვე ამ სეზონში, მეოთხედფინალური ეტაპიდან გამოიყენებდნენ, მაგრამ მომდევნო სეზონისთვის გადაიდო.
პირველად VAR 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოიყენეს.
სისტემა კი პირველად სისტემა აშშ, MLS-ის მატჩებზე გამოსცადეს.