LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადაუწყვეტელი ამომრჩევლის დიდი ნაწილი დარჩება სახლში და ოპოზიცია ვერ მიიღებს ხმებს, რომელსაც ასე იმედოვნებს – თორნიკე შარაშენიძე

144
20181126123747

„დიდი შანსია რომ ქართველი ამომრჩევლის 59%, რომელსაც ჯერ არ გადაუწყვეტია საკუთარი არჩევანი საპარლამენტო არჩევნებზე სავარაუდოდ სახლში დარჩება“,-ამის შესახებ პოლიტოლოგმა თორნიკე შარაშენიძემ „ფორტუნას“ ეთერში NDI-ის კვლევის შედეგების შეფასებისას განაცხადა.

პოლიტოლოგი განმარტავს, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ხმებს ოპოზიცია ვერ მიიღებს.

„გადაუწყვეტელი ამომრჩევლის დიდი ნაწილი სავარაუდოდ სახლში დარჩება თუ რაიმე მნიშვნელოვანი და სერიოზული არ მოხდება ქვეყანაში. ბუნებრივია სახელისუფლებო მედია იმუშავებს, რომ ისინი დარჩნენ სახლში. ამას ხელს უწყობს ოპოზიცია, რომელიც დაკავებულია ერთმანეთის ლანძღვით. აგრესიას, რომელსაც ავლენენ ერთმანეთის და არა სახელისუფლებო პარტიის მიმართ. ბევრი ამომრჩეველი, რომელიც გადაუწყვეტელია დარჩება სახლში და ოპოზიცია ვერ მიიღებს ხმებს, რომელსაც ასე იმედოვნებს“,-განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

თუმცა, როგორც პოლიტოლოგი ვარაუდობს, ეს არ არის საზოგადოების განწყობის საბოლოო ასახვა, ვინაიდან არჩევნებამდე დიდი დროა დარჩენილი და შესაძლებელია კიდევ შეიცვალოს.

NDI კვლევის თანახმად ხვალ შეკითხვაზე: „ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გადაწყვეტილი გაქვთ თუ არა, ვის მისცემთ ხმას? ამომრჩეველთა 59% გადაუწყვეტელია; 36%-ს გადაწყვეტილი აქვს, 3%-მა არ იცის, ხოლო 1%-მა პასუხზე უარი განაცხადა.

სატელეფონო კვლევა წელს 6 – 11 აგვისტოს შუალედში ჩატარდა და 2 045 ადამიანი წარმომადგენლობითი, მარტივი შერჩევით შეირჩა. პანდემიის გამო ორგანიზაციამ ბოლო კვლევა პირისპირ ინტერვიუს ნაცვლად სატელეფონო გამოკითხვით ჩაატარა. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ცდომილება 1-3 პროცენტია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები