LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადაუდებელი შემთხვევების დროს მოქალაქეები ერთჯერადი დროებითი საშვით ისარგებლებენ

200
BeFunky-collage (5)

გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეები გადაადგილებას შეძლებენ ერთჯერადი დროებითი საშვის საშუალებით. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდერე ხოჯევანიშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, მოქალაქეებს დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით სრული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზის მეშვეობით.

„გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ჩვენს მოქალაქეებს შეეძლებათ 22:00 საათის შემდეგ გადაადგილებითვის ერთჯერადი, დროებითი საშვის მიღება 1441- ზე დარეკვის შემთხვევაში, რომელიც ამოქმედდება დღეს 18.00 საათიდან“,- განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

რა პროცედურების გავლა მოუწევთ მოქალაქეებს საშვის მისაღებად, ასევე დაწესდება თუ არა ლიმიტი ერთი პიროვნების შემთხვევაში, რას იზამს მოქალაქე, რომელიც გადაადგილდება თანმხლებ პირთან ერთად, რომელსაც ესაჭიროება, თუნდაც, სამედიცინო დახმარება – დეტალებს „ფორტუნა“ არკვევს და ინფორმაციის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ დღეს 9 ნოემბრიდან ძალაში შევიდა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე გადაადგილება იზღუდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები