გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 5 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
კომპანია „თელასის“ ცნობით, მთაწმინდის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭოველიძის, ზანდუკელის, ერისთავ-ხოშტარიას, ბელინსკის, ბარნოვის, გოგებაშვილის, კერესელიძის და თ. ჩირგაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება