LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გადასარევი რამეა ჩაი, მთელი ცხოვრებაა“ – ნანუკა ხუსკივაძე

1268
დილმა - ნანუკა ხუსკივაძე

ჩაი ბევრი ჩვენგანის საუზმის, სადილისა და ვახშმის განუყოფელი ნაწილია და ასე იყო ჩვენს ბავშვობაშიც. ალბათ, ამიტომ ხანდახან ჩაის სურნელიც საკმარისია, რომ გაგვახსენდეს შორეული მოგონებები სახლზე და ცოცხლად წარმოგვიდგეს ბავშვობისდროინდელი სურათები.

მსახიობ ნანუკა ხუსკივაძის ბავშვობის სახლშიც, როგორც აღმოჩნდა, ყოველთვის ტრიალებდა ჩაის სურნელი. „აი, ასეთი რამ დარჩა ჩემს მეხსიერებაში: სიგარეტის ბოლში გახვეული ორი უზარმაზარი პალმა, ხის იატაკი, რომელიც ალაგ-ალაგ ჭრიალებდა და ჭრიჭინებდა, მაღალი ჭერი და საოცრად მძაფრი სურნელი ჩაის“, – იხსენებს ნანუკა და გვიყვება მეხსიერებაში ჩაბეჭდილ ჩაისთან დაკავშირებულ ბავშვობისდროინდელ კადრზეც.

თუ თქვენშიც აღძრავს ნოსტალგიურ გრძნობებს ჩაის სურნელი, ან ახალი უნიკალური გამოცდილების მიღება გსურთ, აუცილებლად დააგემოვნეთ დილმას ჩაი. ის რჩეული ცეილონის ჩაია, რომელიც ხელით დაკრეფილი, საუკეთესო ფოთლებისგან მზადდება და აქვს ჩაის ნამდვილი გემო და არომატი.

„დილმას“ ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში „ევროპროდუქტია“, ამიტომ ჩაის სრული ასორტიმენტის შეძენას მის მაღაზიათა ქსელში შეძლებთ. ის, ასევე, ხელმისაწვდომია მსხვილ სუპერმარკეტებსა და ჰიპერმარკეტებში.

R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები