საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნინო ზამბახიძე და საქართველოს ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელი, გიორგი ჩერქეზიშვილი რამსფელდის სტიპენდიის პროგრამის გამარჯვებულები გახდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნინო ზამბახიძე ავრცელებს.
ისინი 2020 წლის გაზაფხულზე ვაშინგტონში ინტენსიურ პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას.
“ესეთი გადასარევი ამბავი გვაქვს გიორგიმ და მე რამსფელდის სასტიპენდიო პროგრამაში გავიმარჯვეთ. რამსფელდის სტიპენდია ინოვაციური პროგრამაა კავკასიის, ცენტრალური აზიის, ავღანეთისა და მონღოლეთის ახალგაზრდა ლიდერებისთვის.
პროგრამა 2008 წელს შეიქმნა, მას შემდეგ რაც აშშ-ის თავდაცვის მდივანმა დონალდ რამსფელდმა თავისი თანამდებობა დატოვა პენტაგონში და რამსფელდის ფონდი დააფუძნა.პროგრამას რამსფელდის ფონდი ვაშინგტონში არსებულ ცენტრალური აზია-კავკასიის ინსტიტუტთან ერთად ანხორციელებს”