მსახიობი თათული ედიშერაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.
მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“პოსტი დასათაურებით
“როგორ ვმართო ემოციურობა და ერთი აბი ვალიდოლი”??
გადავხედე წარსულში თეთრხალათიანებთან ისტორიებს და ქრონოლოგიურად მოვყვები რადგან ბოლო ამბავი რისთვისაც მომინდა პოსტის დაწერა კეკლუცობად არ ჩამომართვათ.)).
2010 წელს როცა ფიზიოლოგიურად ვიმშობიარე პირველ შვილზე მეორე დილით როცა გავიღვიძე ენა დასიებული მქონდა .))ბევრი წვეთების”კაპლები”ის სმით რადგან შიშით და არა ტკივილით ვიმეორებ შიშით გული მიმდიოდა და გონებას ვკარგავდი.დავით გაგუამ შენ ვინ ყოფილხარ ტელევიზორში რამხელა გული გაქვსო?.მერე კიდევ მივაკითხე ?ძალიან მოკლედ ვყვები უბრალოდ ფაქტებს ავღნიშნავ ,ისე ბევრად კომიკური იყო ის ყველაფერი რაც გამოვიარე.მერე იყო ამბავი ჩემი “დივერტიკულიტი”ის( მუცლის ღრუში ნაწლავის პრობლემა,მარტივად რომ ავხსნა) გადავწყვიტე რომ რაღაც მოურჩენელი მჭირდა და ჩემს მკურნალ ექიმს ხატზე დავაფიცე რომ გადავრჩებოდი მაგრამ ისე მიშლიდა ნერვებს რომ ეღიმებოდა ყოველ პალატაში შემოსვლისას ჩემს ნამტირალებ სახეზე.გადამარჩინა და მაგარი ბიჭია.მადლობა მას❤.
მერე ავიტეხე ფილერი უნდა გავიკეთთოთქო და შევუდექი საქმეს.(კი ვისაც გაინტერესებდათ ჩამოწეული ცხვირის წვერი ავიწიე და ძალიანაც მომწონს?).რომ გამოვედი კლინიკიდან საჭესთან რომ დავჯექი გული ვერ დავიწყნარე ნახევარი საათი აქაც ვინერვიულე .გული ამოვარდნას მქონდა.თან იარაღად გამოვიყენე უკანა ხედვის სარკე და თავს ვარწმუნებდი ძაან ლამაზი ვართქო?.ამასობაში ვალიდოლიც გადნა ენის ქვეშ და მანქანის გასაღებიც გადავატრიალე.ცოტა მაინც მიხვდებოდით ჩემს”მამაც” ხასიათს)).თან აქ ძაააალიან კორექტული ვარ). და მივედი ფოტომდე რომ ვაზიარებ ამ პოსტთან ერთად. მიუხედავად იმისა რომ ზუსტად ვიცოდი და ახლაც ასე მჯერა ვაქცინა აუცილებლად უნდა გამეკთებინა მთელი რიგი არგუმენტებით და მომავლის იმედით რომ ვაქცინა გადაგვარჩანეს .ძალიან მომზადებული გამოვცხადდი იმაზე ფიქრით რომ ჩემს თვალწინ გახსნიან ფაიზერის ჩემს წილ დოზას კარგად წავიკითხავ თვალით ვანიშნებ “მიდითქო” .
ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა. ნემსის გაკეთებიდან ზუსტად 2 წუთში ალბათ წამალიც ვერ შეაღწევდა ორგანიზმში სკამზე ჩამოსკუპებულს დამეწყო განცდა რომ ვერ ვსუნთქავ,დავბუჟდი და ნერწყვს ვერ ვყლაპავ.ეგრევე დამავლო ხელი ჩემმა ბიჭუნამ და შემაქანა ოთახში. ნახეთ რა მოხდა☝ერთი აბი ვალიდოლი ენის ქვეშ და ღიმილიც დავიწყე))).არადა დარწმუნებული ვიყავი ანტივაქსერების დამოძღვრებს ვატარებდი და არც ვუსმენდი. ქვეცნობიერში მაინც შეუღწევია და თავისი ქნა. არაფერი გადასარევად ვგრძნობ თავს და თუ გამოგადგებათ ეს ამბავი იმისთვის რომ ემოციურად არ განეწყოთ და მშვიდათ მიიღოთ ასე ნანატრი კოვიდზე აცრა კარგი იქნება.
ეს ბიჭი მიშკაა ვინც არ იცით?საჯაროობა არ უყვარს მაგრამ ნახევარი სახე მაინც არ უჩანს და გავუბედე?.დღეს მეორე დოზა გაიკეთა და უმშვიდესია როგორც ყოველთვის.ააა, ხოოო ალბათ ამ ბიჭის ამბავიც არის ჩემი გულის პრანჭვები .
ისე პრინცესულად ამიტატა კლინიკის მოსაცდელში და მიმაწვინა პალატაში საწოლზე კითხვაც არ დაუსვამს თუ შეიძლებოდა. ეგეც ქვეცნობიერია რა.აბა არ წამომყოლოდა თუ გავხდებოდი ცუდათ?! ხოდა დაე ვსვა ბევრი ვალიდოლი და ვინავარდო დიდ ხანს?.
#ვაქცინაიცავს!!!
წარმატებას გისურვებთ”,- წერს მსახიობი.