პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ.
ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ “ქართული ოცნება” მთელს ამ ისტორიაში სადიტური მიდრეკილების გარდა, მიხეილ სააკაშვილისადმი უმწეობას ავლენენ და მეტს არაფერს:
“არ ვიცი ხვდებიან თუ არა “ქართულ ოცნებაში”, რომ ამ მთელს ისტორიაში სადსიტური მიდრეკილების გარდა, სააკაშვილისადმი უმწეობას ავლენენ და მეტს არაფერს. ერთი კაცის იზოლირება რა პრობლემაა და მისი მხარდამჭერების მოგერიება?!
წესით სახელმწიფო ვართ და რომ კითხო ჩვენს ძალოვნებს, რუსეთის შესაძლო თავდასხმის მოგერიების გეგმებს ვადგენთ.
გადაიყვანეთ სამოქალაქო კლინიკაში და დაასრულეთ სადიზმი და უმწეობის ფრქვევა.” – წერს ელისაშვილი “ფეისბუქში”.