LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში ამოქმედებული ახალი პროგრამით ქართულ კინოკომპანიებს საერთაშორისო ბაზრებზე წვდომასა და რეკლამირებაში დავეხმარებით – მიხეილ ხიდურელი

124
ხიდურელი (1)

„სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ უკვე წლებია, აქტიურად უჭერს მხარს კინოწარმოებას და დღეს კიდევ ერთი, სრულიად ახალი პროგრამა ავამოქმედეთ, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალებზე ჩვენებასა და მათ კომერციალიზაციას“, – ამის შესახებ სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა კინოინდუსტრიის წარმომადგენლებთან ახალი პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც ხიდურელმა აღნიშნა, ახალი პროგრამა ხელს შეუწყობს და კიდევ უფრო მეტად განავითარებს ადგილობრივ კინოწარმოებას.

„ჩვენ მუდამ ვფიქრობთ ახალი პროდუქტებისა და ახალი ინიციატივების დანერგვას და დღეს სწორედ ერთ-ერთი ასეთი ახალი პროგრამა გავაცანით კინომწარმოებლებს. პროგრამის მიზანია, დავეხმაროთ ქართულ სრულმეტრაჟიან ფილმებს, რათა მაქსიმალურად მოხდეს მათი წვდომა და რეკლამირება საერთაშორისო ბაზრებზე. კერძოდ, პროგრამა გულისხმობს მაღალი დონის საერთაშორისო კინოფესტივალებზე სააგენტოს მხრიდან ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმის ჩვენებას. ამასთან ერთად უმნიშვნელოვანესია, რომ პროგრამის მონაწილე ქართულ კინოკომპანიებს მარკეტინგული კუთხითაც დავეხმარებით“, – აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.

მისივე თქმით, სააგენტო ასევე მუდმივად ახორციელებს სხვადასხვა საერთაშორისო მაღალი რანგის კინოექსპერტების ჩამოყვანას საქართველოში, რომლებიც ქართულ კომპანიებს თანამედროვე სტანდარტების დანერგვაში ეხმარებიან.

„ასევე ვაგრძელებთ აქტიურ მოლაპარაკებებს მსხვილ კინოსტუდიასთან ჰოლივუდურ ფილმებზე. საერთო ჯამში უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელი მდგომარეობით, ქართული კინოწარმოება იმაზე გაცილებით მაღალ დონეზეა, ვიდრე ეს წინა წლებში იყო და მოხარული ვარ, რომ ამაში ჩვენი სააგენტოს პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ დიდი წვლილიცაა“, – განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.

ინფორმაციას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები