ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი, ირინა შეიკი ჰოლანდიური „ვოგის“ აპრილის ნომრის გარეკანზე მოხვდა. შავ-თეთრი ფოტოსესია ნიუ-იორკის მიტოვებულ უბანში გაიმართა. მთავარ ფოტოზე 38 წლის მოდელს ტყავის პიჯაკი და „ბოტფორდები“ ამშვენებს.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ შეიკი 96-ე ,,ოსკარების” შემდგომ გამართულ ტრადიციულ, Vanity Fair-ის წვეულებას დაესწრო. ლამაზმანს ამ დღეს „დოლჩე და გაბანას“ ექსტრავაგანტური კაბა ამშვენებდა, ეს გახლდათ ლუქი, რომელიც „ორგანსას“ ქსოვილისგან იყო შექმნილი. შავ კაბას, შეიკმა პიკანტური კოლჰოტი შეუხამა.
„პოდიუმის ვეფხვი“ – ირინა შეიკის შთამბეჭდავი ფოტოები მილანიდან