LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გადაეფარა, მაგრამ საჭესთან ჩემი შვილი იჯდა… ერთად არიან დაკრძალული ” – ამირან გამყრელიძე იხსენებს ტრაგედიას, რა დროსაც მისი შვილი საცოლესთან ერთად ავარიას ემსხვერპლა

61176
BeFunky-collage (30)

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ გადაცემაში „ნოესთან“ 90-იან წლებში მის ცხოვრებაში მომხდარი ტრაგედია გაიხსენა, რა დროსაც, მისი შვილი საცოლესთან ერთად ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.

“ჩემი ცხოვრება ერთხელ გაჩერდა. 2 დღით ადრე ჩვენთან იყვნენ. გაგვიმხილეს თავიანთი მიზნები. მაშინ ძალიან რთული პერიოდი იყო. კახეთის გზაზე პატარა სახლი გვქონდა, რამოდენიმჯერ გაქურდეს ეს სახლი, იქიდან მომავალებს შეემთხვათ ეს მძიმე ავარია. ამან რა თქმა უნდა, ჩვენს ოჯახს დიდი დამღა დაასვა. ჩვენ ამ დიდ ტვირთს ვატარებთ. ისინი ერთად არიან დაკრძალული. გამყრელიძეების და ტუღუშების ოჯახი არის ერთიანი ოჯახი. დღემდე ჩვენ ამ ოჯახთან გვაქვს ძვირფასი ნათესაური კავშირი. მას შემდეგ, ჩემი მეუღლე ძალიან ეკლესიური გახდა.

კი, ის გადაეფარა, მაგრამ საჭესთან ჩემი შვილი იჯდა. ეს ძალიან მძიმე ტრაგედიაა, რაც მაშინ, 1995 წელს ჩვენს ოჯახებში მოხდა, მაგრამ, სიკეთემ, მათმა სიყვარულმა მაინც დასძლია ყველაფერი, რადგან პირველ ეტაპზე, შეიძლებოდა, პირიქით, მტრად მოვკიდებულიყავით ერთმანეთს, მაგრამ იქიდანაც და ჩვენი მხრიდანაც, იმდენი ურთიერთგაგება ჩამოყალიბდა.

თქვენ ვერ წარმოიდგენთ, ახლა ჩვენ რა ურთიერთობა გვაქვს. არა მარტო ჩვენ, დედებსა და მამებს, არამედ მათ შვილებს, შვილიშვილებსა და ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს, მთლიანად, დიდ სანათესავოს. ამ ურთიერთობამ თითქოს, როგორღაც გაადვილა შემდეგ ცხოვრებაც. თუ შეიძლება, რომ ჩვენს ცხოვრებას ადვილი ერქვას.

მას შემდეგ, მე უფრო მეტად გადავერთეპროფესიულ საქმიანობაში. ამით ვიქარვებდი შემდეგ ყველაფერს. დღეს ასე, ერთი ოჯახი ვართ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები