LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გადაეცით ამ ქალბატონს, რომ პირადად მოვითხოვ საჯარო ბოდიშს“ – რა მიმართვას ავრცელებს კონტროლიორი, რომლის ფოტომ სოციალური ქსელი მოიცვა

1479
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (1)

ნინი გაჩეჩილაძემ, რომელმაც გუშინ, 27 ივნისს, სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ კონტროლიორმა 80 წლის მოხუცი დააჯარიმა, დღეს ახალი მიმართვა გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ემო­ცი­ებს აჰ­ყვა და ძა­ლი­ან გა­ნიც­დის, რომ ისიც მო­ა­ტყუ­ეს.

თავად კონტროლიორმა, ინ­ციდენ­ტში დადანაშაულებულმა ქალ­მა, დიანა კვიციანმა ამ ამბის სოციალურ ქსელში გავრცელებისთანავე საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ვრცელი პოსტი გაავრცელა და დაწერა, რომ პოსტის ავტორს, სიცრუის ტირაჟირებისა და ბულინგისთვის უჩივლებდა.

დიანა კვიციანი ნინი გაჩეჩილაძის ახალ მიმართვასაც ეხმაურება და ამბობს, რომ მისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს.

„მოხუცმა ქალმა ითამაშა ჩემს ემოციებზე, ტყუილი იკადრა 20 თეთრისთვის.. ძალიან მაწუხებს მომხდარი“ – ქალი, რომელმაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ კონტროლიორმა 80 წლის მოხუცი დააჯარიმა, მიმართვას ავრცელებს

„ახლა „ნანობს“

ა ბატონო, ვისაც ვისი გინდათ, მისი დაიჯერეთ!!!

გადაეცით ამ ქალბატონს, რომ პირადად მოვითხოვ საჯარო ბოდიშს. წერტილი!!!“, – წერს დიანა კვიციანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები