LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადადგეს მერი! დაისაჯოს ყველა პირი, ვინც მოსწავლეებს საპირფარეშო დაასუფთავებინა: ჩხოროწყუში აქცია მიმდინარეობს

91
FORTUNA.GE- (7)

ჩხოროწყუში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

სამოქალაქო აქტივისტები შეკრებილები არიან ჩხოროწყუს მერიის შენობასთან და აპროტესტებენ ცოტა ხნის წინ მომხდარ ფაქტს, როდესაც ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეებს მერიის საპირფარეშო დაასუფთავებინეს.

ჩემი ინიციატივა იყო, ავუხსენი, რომ შრომა დაბადებისთანავე იწყება – გავრცელებული ინფორმაციით, მერიის საპირფარეშო ჩხოროწყუელ მოსწავლეებს დაასუფთავებინეს: მიმდინარეობს გამოძიება

სამოქალაქო აქტივისტები მერიასთან ცოტა ხნის წინ შეიკრიბნენ. გავრცელებული ინფორმაციით, აქციაზე იმყოფებიან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც.

მცირე ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა აქტივისტებსა და საჯარო მოხელეებს შორის.

მერიასთან შეკრებილ მოქალაქეებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ, ერთ-ერთი მთავარი კი არის ის, რომ თანამდებობა დატოვოს ჩხოროწყუს მერმა.

აქციის მონაწილეები ასევე ითხოვენ, სათანადოდ დაისაჯოს ყველა ის პირი, რომელთა გადაწყვეტილებითაც მოსწავლეებს საპირფარეშო დაასუფთავებინეს.

შეკრებილი აქტივისტები ჩხოროწყუს მერთან შეხვედრასაც მოითხოვენ.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში “ნაციონალურმა მოძრაობამ” მერის გადადგომა მოითხოვა

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩხოროწყუს ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეებს, დირექციის თანხმობით, ადგილობრივი მერიის საპირფარეშო დაასუფთავებინეს.

მოგვიანებით, ფაქტი დაადასტურეს ჩხოროწყუს საგანმანათლებლო რესურსცენტრში.

განათლების სამინისტრომ საქმის მოკვლევა დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი გამოძიება 150-ე მუხლით, იძულების ფაქტზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები