ჭიდაობის ფედერაციასთან საპროტესტო აქცია იმართება. აქციის ორგანიზატორია მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტია“. მონაწილეები ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის გადადგომას მოითხოვენ. ისინი მიიჩნევენ, რომ გეგა გეგეშიძე მოძალადეა და საჯარო თანამდებობაზე ყოფნის უფლება არ აქვს.
პარალელურად კი ფედერაციაში პრეზიდიუმის სხდომა იწყება. ამ სხდომაზე სპორტის სასახლეში 11 იანვარს მომხდარი ინციდენტი უნდა განიხილონ, რა დროსაც გეგეშიძემ ევროპის ორგზის ჩემპიონ ზურაბ დათუნაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
მომხდარზე გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.გეგეშიძის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლომ 24 იანვარს იმსჯელა. მან ციხე 5 000 ლარის გადახდის შემდეგ დატოვა.