LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადაცმულმა ბარსელონას ფეხბურთელებმა ბოდიში მოიხადეს

19

ბარსელონას ფეხბურთელებს ბოდიშის მოხდა მოუწიათ.

პრიმერადივიზიონის ბოლო ტურში კატალონიელებმა მადრიდის გარეუბანში “ხეტაფე” 2:0 დაამარცხეს.
შეხვედრის შემდეგ ”ბარსას” ფეხბურთელები ჰელოუინისთვის გამოეწყვნენ და საპრესკონფერენციო დარბაზში გადაცმულები შევიდნენ.
როდესაც სტუმარი ფეხბურთელები დარბაზში შეცვივდნენ, ამ დროს იქ “ხეტაფეს” თავდამსხმელი ვიქტორ როდრიგესი საუბრობდა, რომელსაც სიტყვა გააწყვეტინეს.

ამ ფაქტის გამო კატალონიელებმა ბოდიში მოუხადეს მოწინააღმდეგეს.

“ჩვენ მხოლოდ გამარჯვებას აღვნიშნავდით, რომელიც ჰელოუინის დღეს იყო. აზრადაც არ მოგვსვლია ვინმეს შეურაცხყოფა და აბუჩად აგდება. ბოდიშს ვუხდით ვიქტორ როდრიგესს, რომელიც იმ მომენტში პრესკონფერენციის დარბაზში საუბრობდა”, – ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები