LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადაცემას „რადიო დუეტი“ ქეთი გომართელი ესტუმრა

7

Ardaidardo.Ge
გადაცემას „რადიო დუეტი“ ქეთი გომართელი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ესტუმრა. მომღერალმა ახალი პროექტი წამოიწყო, რომლის შესახებად „არ დაიდარდოს“ პირდაპირ ეთერში ვრცლად ისაუბრა. ასევე, მსმენელს პროექტიდან პირველი სიმღერა წარუდგინა.

ქეთი, ძალიან ხანგრძლივი პაუზა გამოგივიდა…

გავაქტიურდი, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში მუდმივად გამოვდიოდი სხვადასხვა კონცერტზე. საწყის ეტაპზე, ჩავაბარე, ვსწავლობდი, ვმუშაობდი და ამის გამო ვერ ვიცლიდი. იმდენად დაკავებული ვიყავი, ასე მძაფრადაც არ განვიცდიდი, რომ ეს ყველაფერი მენატრებოდა. ეხლა ცოტა მოვიცალე და ახალი პროექტი წამოვიწყე.

პროექტზე უფრო ვრცლად ვისაუბროთ…

პროექტის ავტორი ჩემი მეგობარია, საუბარია ნიკა ხაჩიძეზე. მან შეარჩია პირველი სიმღერა, შედგა მოლაპარაკებები სხვა შემსრულებლებთან. სულ 12 სიმღერა ჩაიწერება. პირველი უკვე მზად არის, „სახის“ „როგორ მინდა მოგეფერო“. ეს არის ყველასთვის საყვარელი მეგა ჰიტი დღემდე. რა თქმა უნდა იყო, ცოტა შიშის ფაქტორი. მივიჩნიეთ, რომ ქალის შესრულებული ეს სიმღერა საინტერესო იქნებოდა. არანჟირება თავად დათო ფორჩხიძემ გააკეთა, ჩაიწერა „ბრავო რეკორდსში“. ამ პროექტის ფარგლებში, რომელიც 12 სიმღერას მოიცავს, მხოლოდ ძველი მეგა ჰიტები იქნება ახლებურად წარმოდგენილი. ყველა მათგანი „ბრავო რეკორდსში“ ჩაიწერება. მეორე სიმღერა დუეტი იქნება, თუმცა ჯერჯერობით სიურპრიზად დავტოვოთ.

ვიდეორგოლებსაც გადაიღებ? ერთი უკვე გაქვს…

კიდევ სამი ვიდეორგოლის გადაღებაა დაგეგმილი. ნესტან სინჯიკაშვილია ახალი კლიპის ავტორი. კოსტიუმებზე დუდი ზირაქიშვილმა იმუშავა. პარტნიორობას მოდელი კახა მამულია მიწევს. ასევე ძალიან მეხმარება დიზაინერი მარიშა. კლიპის პრემიერა დახურულ სივრცეში უკვე შედგა, თუმცა საზოგადოება 31 მაისს, გია ჯაჯანიძესთან იხილავს.

ქეთი გომართელი – როგორ მინდა მოგეფერო

AudioQETI GOMARTELI – ROGOR MINDA MOGEFERO

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

AudioRadio Dueti. Qeti Gomarteli new

ქეთი გომართელი. გადაცემა “რადიო დუეტი”. ვიდეო კოლაჟი

ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Warning: Attempt to read property "name" on null in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-content/plugins/dynamic-content-for-elementor/includes/extensions/dynamic-visibility.php(1816) : eval()'d code on line 2

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები