LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადაბაძის თქმით, შავი ჯიპით დასდევენ და ფოტოებს უღებენ

85

ბაია გადაბაძე ამბობს, რომ მას შავი ჯიპი დაჰყვება და ფოტოებს უღებენ. „მაესტროს“ ყოფილი გენერალური დირექტორის თქმით, ავტომანქანა ჯერ „მაესტროში“ მივიდა და მასში მსხდომმა ადამიანებმა ფოტოები გადაუღეს, შემდეგ კი იუსტიციის სახლამდე გაყვნენ, სადაც გადაბაძემ გაფიცვის შესახებ ოფიციალური განცხადება შეიტანა.

მისი ინფორმაციით, ვერ მიიღო პასუხი ჯიპში მსხდომი ადამიანებისგან მათი ვინაობის შესახებ, თუმცა გადაბაძე ვარაუდობს, რომ ავტომანქანა სუს-ის საკუთრებაა და მასში მსხდომი პირებიც უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები