LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადაბაძე : რუხაძე “მაესტროს” ხელში ჩასაგდებად გოგელიას ჯერ კიდევ 2015 წლის მაისში დაუკავშირდა

80

ირაკლი რუხაძეს სურდა, „მაესტროს“ შინაარსის, ლიცენზიებისა და სიხშირეები 7.5 მლნ დოლარად მოეპოვებინა და ამ საკითხთან დაკავშირებით კოტე გოგელიას ჯერ კიდევ 2015 წლის მაისში დაუკავშირდა, ინფორმაციას ბაია გადაბაძე ავრცელებს.

“რუხაძემ კოტე გოგელიას 2015 წლის 29 მაისს მისწერა. რუხაძე სთავაზობდა მაკა ასათიანს გარიგებას და იხდიდა 7 მილიონნახევარ დოლარს. კერძოდ, მას აინტერესებდა არა კომპანიის წილები, არამედ ბრენდი “მაესტრო”, ასევე ლიცენზიები და სიხშირეები. იგი ამ თანხას იხდიდა შინაარსში და არა მატერიალურ ღირებულებებში”, – განაცხადა ბაია გადაბაძემ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, გარიგება არ შედგა, რადგან თუკი მაკა ასათიანი გაასხვისებდა აქტივებს, ის “გადააგდებდა” დანარჩენ პარტნიორებს.

„ამ დროის განმავლობაში უცვლელად იყო შეთავაზება, თუმცა მაკა ასათიანმა რომ არ დათმო, ირაკლი რუხაძემ გამოიყენა გიორგი გაჩეჩილაძის 35%-იანი წილი”, – განაცხადა ბაია გადაბაძემ.

მისივე ინფორმაციით, 2016 წლის 15 იანვარს “მაესტროს” უკვე ყოფილმა პარტნიორებმა ლევან ჩიკვაიძემ და გიორგი ებრალიძემ წერილი გაუგზავნეს დანარჩენ პარტნიორებსდა აცნობეს, რომ ისინი საკუთარი წილების მესამე პირზე გაყიდვას გეგმავდნენ და პარტნიორებს სთავაზობდნენ, მათი წილები 2.5 მილიონად სამი დღის მანძილზე ეყიდათ, წინააღმდეგ შემთხვევაში , მესამე პირზე გაასხვისებდნენ.

რეალურად კი როგორც ბაია გადაბაძე აღნიშნავს, მათი განზრახვა იყო, რომ წილები გაჩეჩილაძეს შეესყიდა, რომლის შედეგადაც რუხაძე იქნებოდა რეალურად თანხის გადამხდელი.
ბაია გადაბაძის განმარტებით, სწორედ აღნიშნული ჩარევების გამო დაეკარგა მაკა ასათიანს მოტივაცია და იგი გადავიდა ნაწილობრივ დაფინანსებაზე, რის შემდეგაც გადაბაძე აღნიშნავს, რომ იძულებული იყო სასამართლოსთვის გაკოტრების შესახებ მიემართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები