LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადაადგილდი გამონაბოლქვის გარეშე

115
მობილობა

„საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამა“ (GESRP), ევროკავშირისა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მხარდაჭერითა და კომპანია GOPA Intec-თან თანამშრომლობით ევროპის მობილობის კვირეულს მასპინძლობს. წლევანდელი კამპანიის დევიზია „დაზოგე ენერგია“.

16 სექტემბერს, 12-დან 18 საათამდე თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე, გაიმართება მარკეტი, სადაც დაინტერესებულ ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ და გამოცადონ გარემოსადმი მეგობრული სატრანსპორტო საშუალებები, როგორებიცაა ელექტრო სკუტერი, ველოსიპედი, ელექტრო ველოსიპედი და სხვ. ასევე, დღის განმავლობაში, ახალგაზრდებისთვის შეთავაზებული იქნება ენერგოქვიზები, გამარჯვებულებს კი გადაეცემათ სპეციალური პრიზები. საგანმანათლებლო აქტივობებში წარმოდგენილი იქნება სამაგიდო თამაშები მდგრადი განვითარების მიზნებზე და სესიები ენერგოეფექტურობასა და განახლებად ენერგიებზე.

ღონისძიების თანაორგანიზატორები არიან თბილისის მერია, კავკასიის ველო ქსელი (CCN) და CENN.