გაცოცხლებული ვეფხისტყაოსანი და 18- ე საუკუნის თბილისი – წელს თბილისობის მთავარი ეპიცენტრი ლეღვთახევია. ღონისძიებები ასევე გაიმართა დედაენის ბაღში, რიყის პარკში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ევროპის მოედანსა და მეიდანზე.
თბილისობის პირველ დღეს ლეღვთახევმა მხატვრებისა და ფოტო ხელოვანების გამოფენა-გაყიდვას, ქართული ფილმის გმირების კოსტიუმირებული პერფორმანსს და პანტომიმის სახელმწიფო თეატრის შოუს უმასპიძნლა.
თბილისობის პატარა სტუმრებს მასპინძლობდა რიყის პარკი, რომელიც სპეციალურად ამ დღეს ყვავილების ფესტივალმა გაალამაზა. ბავშვებს მინიონები და მათთვის ნაცნობი გმირები საბავშვო გასართობი პროგრამებით დახვდნენ.
თბილისობა 7 ოქტომბერსაც გრძელდება ამ დღეს სხვადასხვა ღონისძიებებთან ერთან თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება და გრანდიოზული გალა-კონცერტი გელით , რომელსაც მუსიკალურად ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი გააფორმებს, ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით. გალა კონცერტი კომპოზიტორ რევაზ ლაღიძის შემოქმედებას მიეძღვნება. ამავე დღეს ბართაშვილის ქუჩაზე გაიხსნება მისი ბიუსტიც.
ავტორები: თაკო ივანიაძე, ლერი ზაქაიძე